top of page
Writer's pictureTako Tabukashvili

ქოლცენტრი თუ კონტაქცენტრი?

🌐 ქოლცენტრსა და კონტაქტცენტრს შორის განსხვავების ცოდნა ძალიან მნიშვნელოვანია. გადაწყვეტილების მიღებამდე კარგად უნდა გავიაზროთ რა განსხვავებაა ამ ორ ცნებას შორის, რომ ავარჩიოთ თუ რომელი უკეთ შეეფერება ჩვენი ორგანიზაციის მოთხოვნებს, რათა მომხმარებლებს უარყოფითი ინტერაქციები თავიდან ავირიდოთ


◾️ქოლცენტრი ერთ დროს კლიენტების მომსახურების ოქროს სტანდარტად ითვლებოდა, მაგრამ ახალი ტექნოლოგიების გამოჩენასთან ერთად ორგანიზაციებმა სერვისების მიწოდების ხერხებიც შეცვალეს. მაგალითად, ციფრული არხების განვითარებამ უამრავი ქოლ ცენტრი გადააქცია კონტაქტცენტრად. მსგავსებებისდა მიუხედავად, ქოლცენტრი და კონტაქტცენტრი ერთმანეთისგან ბევრ რამეში განსხვავდება, როგორებიცაა - არხები, მონაცემები, კლიენტების თვითმომსახურება (CSS), ოპერატორების უნარები და ტექნოლოგიები


❓ რომელი მათგანი ჭირდება თქვენს ორგანიზაციას ეს კომპანიის სპეციფიურ მოთხოვნებსა და პრიორიტეტებზეა დამოკიდებული. კომპანიას, რომელიც საქმიანობის ძირითად ნაწილს სატელეფონო ზარების მეშვეობით ახორციელებს, ქოლცენტრი ხარჯების შემცირებაში დაეხმარება. ხოლო, კომპანიებს, რომლებსაც ციფრულ არხებზეც დიდი ჩართულობა აქვთ, ან უნდათ თანამედროვე ტექნოლოგიები ბოლომდე აითვისონ, კონტაქტცენტრის ბენეფიტები გამოადგებათ




5 views0 comments

Comments


bottom of page