კონტაქტ-ცენტრი
კონტაქტ ცენტრის მართვის გადაწყვეტილება წარმოადგენს პროგრამულ უზრუნველყოფას, რომლის საშუალებითაც კომპანიას ეძლევა შესაძლებლობა ცენტრალიზებულად მართოს როგორც სატელეფონო, ასევე სხვა ციფრული არხები და გაზარდოს მომხმარებელთან ურთიერთობის ხარისხი.
ვებ-ქოლი
ვებ-ქოლი საშუალებას აძლევს კლიენტს, პირდაპირ ვებ გვერდიდან ინტერნეტ არხის გამოყენებით დაუკავშირდეს კომპანიის კონტაქტ ცენტრს. აღნიშნული გადაწყვეტილება განსაკუთრებით მოსახერხებელია ისეთი კომპანიებისთვის ვისაც სხვასახვა ქვეყანაში ჰყავს დამკვეთი.
ვებ-ჩათი
ვებ-ჩათი ინტეგრირდება დამკვეთის ვებ გვერდზე და კლიენტს აძლევს საშუალებას მარტივად ტექსტური შეტყობინებების საშუალებით დაუკავშირდეს ოპერატორს.
კამპანიები
მოდული ქმნის შესაძლებლობას შეიქმნას სხვა და სხვა ტიპის კამპანიები.
CRM
ჩაშენებული მარტივი CRM მოდულის საშუალებით ხდება ზარების კატეგორიზაცია, კლიენტის ზარის შინაარსი აღწერა, ასევე მომხმარებლის იდენთიფიცირება და ზარზე ისტორიის შექმნა.
API ინტეგრაციები
API ინტეგრაციების Საშუალებით კონტაქტ-ცენტრს აქვს შესაძლებლობა დამკვეთის ნებისმიერ სხვა ბიზნეს გადაწყვეტილებასთან მოახდინოს სრულფასოვანი ინტეგრაცია და ინფრომაციის მიმოცვლა, რათა ოპერატორს უწევდეს მხოლოდ ერთ, უნიფიცირებულ ინტერფეისში მუშაობა.
ავტომატური ჩამორეკვა
ავტომატური ჩამორეკვა წარმოადგენს გამავალი სატელეფონო ცენტრის გადაწყვეტილებას, რომელიც ავტომატურად წინასწარ განსაზღვრული სიის მიხედვით ურეკავს მომხმარებლებს და ახდენს მნიშვნელოვანი ინფორმაციის მიწოდებას ავტომატურ რეჟიმში, ასევე შესაძლებელია მომხმარებელი დააკავშიროს კონტაქტ ცენტრის ოპერატორს ზარზე პასუხის მიღების შემდეგ.
ავტომატური ინფორმაციის მიღების სერვისი
მომხარებლის სატელეფონო პირადი ან მაიდენთიფიცირებელი კოდის საშუალებით ავტომატურ რეჟიმში ინფორმაციის მიწოდების შესაძლებლობა როგორც შემავალ, ასევე გამავალ ზარზე.
ხარისხის კონტროლის მოდული
კონტაქტ-ცენტრის ხარისხის კონტროლის უზრუნველყოფა (QA) არის პროცესი, რომელიც დაგეხმარებათ დარწმუნდეთ, რომ მომხმარებელთა ურთიერთქმედება შეესაბამება ბიზნეს მიზნებს. კონტაქტ-ცენტრი QA მიზნად ისახავს მომხმარებლის საერთო პრობლემების იდენტიფიცირებას, მომხმარებელთა გამოცდილების გაუმჯობესებას და მომხმარებლებთან კომუნიკაციის პროცესების სტანდარტიზაციას.
PBX
მომხმარებელთა კმაყოფილება
-
სმს გამოკითხვა
-
სმს შეფასების მოდული
-
კამპანიების და კვლვევის მოდული
PBX არის Private Branch Exchange, შიდა სატელეფონო ქსელი, რომელიც მომხმარებლებს საშუალებას აძლევს ისაუბრონ ერთმანეთთან. ის პასუხისმგებელია სატელეფონო ფუნქციებზე, როგორიცაა შემომავალი და გამავალი ზარები, ზარის გადამისამართება, ხმოვანი ფოსტა და სხვა.