CommuniQ უკვე რამდენიმე წელია ქართულ კომპანიებს სთავაზობს გამორჩეულ და მათზე მორგებულ კონტაქტ-ცენტრის და ქოლ-ცენტრის მართვის გადაწყვეტილებებს, რომლებსაც ფუნქციონალის ფართო არჩევანი გააჩნია. Ჩვენ წარმატებით ვთანამშრომლობთ არაერთ ცნობილ კომპანიასთან, სფეროს მიუხედავად, იქნება ეს საბანკო, საფინანსო, სამედიცინო თუ სხვა სექტორი, რომლებისთვისაც მნიშვნელოვანია ხარისხი.
უკვე ყველასთვის ცნობილი კომპანია Dressup.ge-ის მომხმარებელთა მხარდაჭერის ჯგუფის მენეჯერი, მარიამ წულუკიძე, CommuniQ-სთან საკუთარი გამოცდილების შესახებ გვიზიარებს:
CommuniQ-ს პლატფორმის დანერგვის პროცესმა, შეიძლება ითქვას, უმტკივნეულოდ ჩაიარა და მოხდა ძველი სისტემის ახალი გადაწყვეტილებით ჩანაცვლება. დანერგვის პროცესი სწრაფად მიმდინარეობს, მას შემდეგ, რაც დემო ვერსიაზე მოხდა ფუნქციონალის გატესტვა, დათქმულ თარიღში გუნდმა მოახდინა სრულად სისტემის ჩართვა, ერთ დღეში.
CommuniQ-სთან თანამშრომლობის გამოცდილება აქამდეც მქონდა და სწორედ კარგი გამოცდილების, კომფორტის, გამართული და მარტივი, კომპანიის საჭიროებებზე მორგებული სისტემის და სანდოობის გამო გადავწყვიტე მათთან კვლავ თანამშრომლობა. CommuniQ-ს გუნდთან ნებისმიერ საკითხზე ურთიერთობა ძალიან კომფორტული და სასიამოვნოა
პირველივე შეხვედრაზე ყველა კითხვაზე ამომწურავი პასუხი გაგვცეს. ყველა ის მოლოდინი, რაც გვქონდა, გადაწყვეტილების მხარეს, გამართლდა და ჩვენთვის საინტერესო საკითხზე დეტალური ინფორმაცია მივიღეთ, რამაც გაგვიმარტივა გადაწყვეტილების მიღება მათთან თანამშრომლობაზე.
ერთ-ერთი ყველაზე დიდი პლუსი არის ის, რომ CommuniQ-ის გუნდი ჩართულია ნებისმიერ, თუნდაც წვრილმან საკითხებში, როდესაც მათი კონსულტაცია მესაჭიროება. ხშირ შემთხვევაში, ინიციატორები არიან თავად, გამიზიარონ სიახლეებზე ინფორმაცია და შემომთავაზონ ჩვენთვის სასარგებლო ფუნქციონალი.
ოპერატორებს CommuniQ-ის პლათფორმა სამუშაო პროცესს უადვილებს, მათ Live რეჟიმში აქვთ შესაძლებლობა აკონტროლონ როგორც პირადი, ასევე ზოგადი ინფორმაცია.
CommuniQ-ს გუნდის რჩევით გარკვეული ცვლილებები შევიტანეთ რამდენიმე პროცესში, რამაც ნამდვილად გაამართლა, მადლობა მათ ამისთვის!
იქიდან გამომდინარე, რომ ქოლ - ცენტრი ცოცხალი მექანიზმია, სადაც ყველა ხარვეზის დროული გამოსწორება პრიორიტეტულია, ნებისმიერ ქეისზე საფორთის მხრიდან ხდება მომენტალური რეაგირება, დროის ნებისმიერ მონაკვეთში, რაც მიქმნის სანდოობის და სიმშვიდის განცდას.
CommuniQ-ს პლათფორმის დანერგვის შემდეგ: პირველ რიგში, მაქვს შესაძლებლობა გავაკეთო დეტალური ანალიზი, რეპორტინგის ნაწილში, რისი მეშვეობითაც შემიძლია პროცესების სწორად მართვა. ოპერატორისთვის სამუშაო პროცესი გახდა ბევრად კომფორტული, ამასთანავე თანამშრომლებს თავად შეუძლიათ აკონტროლონ პირადი მონაცემები, მაქვს შესაძლებლობა სწორად განვსაზღვრო დატვირთვის მიხედვით კადრების გადანაწილება და ა.შ
როგორც უკვე აღვნიშნე, CommuniQ-ს პლათფორმა მთლიანად მორგებულია ჩვენს მოთხოვნებზე, როგორც სამუშაო პროცესში კომფორტის თვალსაზრისით, ასევე ანალიტიკის კუთხით.’’
Comments